„კვარაცხელიას მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ უკვე კარგადაა და მისგან კარგ თამაშს ველოდები“ - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„სულ ორი ვარჯიში გავმართეთ და, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოსამზადებლად ეს საკმარისი არ არის. თუმცა ნაკრებში ყოველთვის ასე ხდება. გუშინ ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა და ეს გარემოება ხელს არ შეგვიშლის.

კვარაცხელიას მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ უკვე კარგადაა და მისგან ხვალ კარგ თამაშს ველოდები. რას ვაპირებთ კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში? ძალიან სამწუხაროა, ორი ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოკლება, თუმცა ნაყოფიერი ვარჯიშები ჩავატარეთ და იმედიანად ვართ განწყობილი.

სექტემბრისთვის მომზადება ყოველთვის პრობლემურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხვალინდელი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის“, – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 4 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.