„მე გაძლევთ დავალებას...“ - პატრიარქის მიმართვა ვრცელდება
1756927524
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უკვე ყოფილ თანაგუნდელ ნიკა კვეკვესკირზე საუბრობს.
„კვეკვე არის ჩვენი თილისმა კაცი. ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ის იყო ჩვენთვის მაგალითი, თითოეული ახალგაზრდისთვის. როცა რთული პერიოდი მქონდა, ფინალის წინ კორონა დამიდასტურდა და მაშინ წავაგეთ, კვეკვემ მომწერა ძალიან დიდი ტექსტი და ეგ ტექსტი იყო მოტივაციის მომცემი. ყველაფერი უნდა გავაკეთო ამისთვის, რომ მე და კვეკვეს და არა მარტო კვეკვეს, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა ერთ დღეს“, - ამბობს კვარა „პირველ არხთან“.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანი ნიკა კვეკვესკირი კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს.
კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ამიერიდან ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფში იმუშავებს.