1758053825
კვარაცხელიას კონტრაქტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება - ცნობილია, ხელფასის სახით, რა თანხას მოითხოვენ

ცნობილი იტალიური გაზეთის, Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
Gazzetta dello Sport-ი ასახელებს ხელფასს, რომელსაც მისი წარმომადგენლები კლუბს, ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ მოსთხოვენ.
„საჭიროა, კონტრაქტში ცვლილებები შევიდეს და ხელფასი იმ დონეს გაუთანაბრდეს, რომელზეც ეს ტოპ ფეხბურთელი იმყოფება. ხვიჩა სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად ვარსკვლავებს შორისაა და სეზონში მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ამის გამო, კვარაცხელიას უკმაყოფილება არასდროს გამოუხატავს და ერთგულების ბონუსს ნამდვილად იმსახურებს.
მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები „ნაპოლის“ ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მოსთხოვენ, რასაც ბონუსები დაემატება. თუ პარტენოპეიმ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდება, რათა თავიდან აირიდონ ის, რაც ვიქტორ ოსიმენთან, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე გაიარეს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ტრიბუნიდან ამხნევებს - რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე