,,კვარაცხელია წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს" - „ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი

khvicha kvaratskhelia

„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა, მარეკ ჰამშიკმა ​ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მოახლოებულ შეხვედრაზე გამოცემა Dazn-თან ​ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„გუნდიდან წასვლის შემდეგაც ვადევნებ თვალს „ნაპოლის“ თამაშებს. ბოლო ორი სეზონი გუნდმა ძალიან ძლიერად დაიწყო, მაგრამ წელს უფრო თავდაჯერებული მეჩვენება, ვიდრე – შარშან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის დიდი სიურპრიზია. შესაძლოა, ვიღაც იცნობდა, მე მასზე ბევრი არ ვიცოდი. წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს და არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“, – ამბობს ჰამშიკი.