„იცოდით, რომ...“ - რას წერს იტალიის საელჩო ხვიჩა კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელია

იტალიის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, კვარაცხელია ,,სასუოლოსთან" მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა.

,,იცოდით, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მოხვდა სერია A-ს ისტორიაში?

"სასუოლოსთან" მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით:

"ჩემპიონთა ლიგაში" მიღწევების გარდა, "ნაპოლის" რიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 საგოლე შეტევაში მონაწილეობა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს წარმატებულ თამაშსა და შთამბეჭდავ შედეგებს!", - აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.