კვარას სუპერ მატჩი - პსჟ-მ რენს 4:1 მოუგო

კვარა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი რენს ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული გიგანტი გადახალისებული შემადგენლობით იყო. ანგარიში 27-ე წუთზე ბარკოლამ გახსნა და პსჟ-მ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან თავი გონსალუ რამუშმა გამოიჩინა, რასაც ზუსტად 2 წუთში ბრასიემ უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 65-ე წუთზე მინდორზე კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც მატჩში ძალიან აქტიურად ჩაერთო და ცვლილებაზე გამოსვლიდან 5 წუთის ინტერვალში გოლის გატანის 2 კარგი შანსი ჰქონდა.

ჯვაროსნების ვარსკვლავმა ორივე შემთხვევაში საჯარიმოს გარედან გაისროლა და ორივე ააცილა, თუმცა ორივე დარტყმა(განსაკუთრებით მეორე) საკმაოდ სახიფათო იყო. მატჩის 88-ე წუთზე, ქართველმა შემტევმა ბურთი ცენტრში ჩაჭრა და მეტოქის კარისკენ დაიძრა. კარში დარტყმის ნაცვლად, კვარამ პასი გააკეთა და თანაგუნდელი ცარიელ კართან დატოვა, მაგრამ დემბელემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, დემბელემ დარჩენილ დროში დუბლი შეასრულა. კვარამ კი პრე-ასისტი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ლივერპულის წინააღმდეგ ელის.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პარკ დე პრენსზე გაიმართა და არნე სლოტის გუნდმა 1:0 მოიგო.