„კვარას სახით ჩემპიონი დაგვაკლდა“ - კონტე

ხვიჩა კვარაცხელია

სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლლი რომას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ანტონიო კონტეს კვლავ ხვიჩა კვარაცხელლიაზე ჰკითხეს.

„მოგვარდა, თუ არა კვარას შეცვლის პრობლემა? ეს განზოგადებული კონცეფციაა, როცა კლუბში არის პრობლემა, მის მოგვარებას ვერ დაელოდები. ეს ბევრ კლუბში ხდება.

გამუდმებით ვამბობდი, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი უნდა გაძლიერდეს და პირიქით დასუსტება არ მოხდეს. ხვიჩას სახით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და ის ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თვალებში ნაცარი არ უნდა შევიყაროთ“,- აღნიშნა კონტემ.