"კვარადონა - ქართული სასწაული" - წიგნს იტალიელი ავტორი ჰყავს - "ის ამ წიგნს ელოდა..."

wigni

სანამ ქართველები გიორგი კეკელიძის წიგნს " ხვიჩა ვარსკვლავი - სახელად ვარსკვლავი"-ს კითხვით არიან გართულნი და წიგნი იტალიურად თარგმნის პროცესშია, მანამ ემანუელე ჯულიანელიმ გამოაცხო წიგნი სახელწოდებით "კვარადონა - ქართული სასწაული". 

წიგნის პრეზენტაცია ჯერ არ მოწყობილა. სტამბიდან ცხელ-ცხელი ეგზემპლარი ავტორმა ქართველ ჟურნალისტს, ნინო მამუკაძესაც აჩუქა და წიგნი ასევე საჩუქრად ხვიჩას მამასთან, ბატონ ბადრისთან გაატანა.

ნეაპოლელი ემანუელე ჯულიანელი თავისუფალი ჟურნალისტია, რომელსაც შვიდი წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის, ორი ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე. ემანუელე სხვადასხვა იტალიურ გამოცემასთან თანამშრომლობს. 

"ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი და სიხარულია, რომ ჩემს წიგნში წარმოდგენილია ბადრი კვარაცხელიაც, ხვიჩას მამა. ის წიგნს მას შემდეგ ელოდა, რაც ორთვენახევრის წინ პირადად შევხვდით" - წერს წიგნის ავტორი ფეისბუქზე.

წიგნი ავტორმა სხვადასხვა ქართველთან (და ალბათ, ნეაპოლელთან) ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად დაწერა. მათ შორის, ფეხბურთელის მამასთან.

"ავტორს ბევრი ადამიანისგან აქვს ინფორმაცია აღებული, მათ შორის - ჩემგანაც, როგორც ხვიჩას თანამემამულისგან. ის ასევე, ბუნებრივია, ესაუბრა ბატონ ბადრის. წიგნი 2 ივნისს გამოვიდა. ჯერ პრეზენტაციაც არ ყოფილა. ჯულიანელიმ გამომიგზავნა სამი ეგზემპლარი, ერთი ჩემთვის, ერთი ბადრი კვარაცხელიასთვის გადასაცემად და ერთიც ნეაპოლის ქართული ბიბლიოთეკისთვის" - ამბობს ნინა მამუკაძე " პრაიმტაიმთან."

 

ასევე დაგაინტერესებთ: ,,მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, არ ვიცი... უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან..." - კახი კავსაძე 88 წლის გახდებოდა

"ერთმანეთი დავლეწეთ. ყურებზე ხელს მკიდებდა და თავს მიწაზე მარტყმევინებდა. დღე და ღამე ვარჯიშობდა..." - ზაზა კოლელიშვილი უცნობი ფაქტებით სოსო ჯაჭვლიანზე

რატომ უხდის საჯარო ბოდიშს ლანა ღოღობერიძეს მზია მაღლაკელიძე და რას პასუხობს მას რეჟისორი

Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე