„კვარა არის ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული, ყველაფერი კარგად იქნება“ - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

კვარაცხელია

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

სპალეტის იტალიელმა ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რითი ახსნიდა კვარაცხელიას შედარებით სუსტ პერფორმანსებს, საწყის 2 შესანიშნავ მატჩთან შედარებით.

სპალეტიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია.

„კვარა არის ბიჭი, რომელიც სხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული, მას ადაპტაცია და ჩვენს ფეხბურთთან შეჩვევა სჭირდება. ალბათ მეტი ენერგია იხარჯება სწრაფად შეწყობის პროცესში, ის ჯერ კიდევ ამ ფაზაშია, ყველაფერი კარგად იქნება“,  - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.