კოლინ ფარელი მარათონს ეტლში მჯდომ მეგობართან ერთად შეუერთდა

კოლინ ფარელი

ირლანდიელმა მსახიობმა, კოლინ ფარელმა დუბლინის საქველმოქმედო მარათონში მიიღო მონაწილეობა. მარშრუტი მან ეტლში მჯდომ მეგობართან ერთად დაფარა. როგორც მსახიობი ამბობს, მეგობარს, ემა ფოგარტს მარათონამდე დაჰპირდა, რომ მონაწილეობას ერთად მიიღებდნენ, რაც შეასრულა კიდეც.

ემა კანის უიშვიათეს დაავადებას, “პეპლის სინდრომს” ებრძვის. ამასთან, იგი მარცხენა ფეხისა და მარჯვენა ხელის გარეშე დაიბადა. 48 წლის მსახიობმა და 40 წლის ევამ ერთად 4 კილომეტრი გაიარეს. მარათონის მიზანი სწორედ იმ ადამიანების დახმარებაა, რომელიც ფოგარტის მსგავს იშვიათ სინდრომს ებრძვიან.

„მრავალი წელია ვიცნობ ემას, ის სიმამაცისა და ბრძოლისუნარიანობის განსახიერებაა. პეპლის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით ხანმოკლეა. ერთხელ ემამ მითხრა, რომ თუ 40 წელს მიაღწევდა, საქველმოქმედო მარათონში მიიღებდა მონაწილეობას. მეგობრებს დაპირებებს ყოველთვის ვუსრულებ და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ის ყოფილა”, - ამბობს ფარელი.

ამ ეტაპისათვის საქველმოქმედო ფონდში 400 000 ევროა შესული. ორგანიზატორების მიზანი მილიონის შეგროვებაა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში მსახიობმა ‘კოლინ ფარელის’ ფონდი დააარსა, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად. თავად კორელის უფროსი შვილი, ჯეიმსი, იშვიათი ნეიროგენეტიკური დაავადებით, ანგელმანის სინდრომითაა დაბადებული. ასეთ ადამიანებს მეტყველების, სიარულისა და ბალანსის უნარის დაქვეითება ახასიათებთ.