1743972102
„კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა", - როგორია ფანების გამოხმაურება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის მორიგი შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც ერთმანეთს რეალ მადრიდი და ვალენსია დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გიორგი მამარდაშვილმა საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ქართველმა ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია, რასაც 8 სეივიც დაამატა. მისი დამსახურებით, ვალენსიამ უმნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
"მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მეკარეა."
"რომ არა მამარდაშვილი, ვალენსია ლა ლიგაში ვერ დარჩებოდა."
"მამარდაშვილმა რეალ მადრიდთან საოცარი მატჩი შემოგვთავაზა... სად იყვნენ ჩელსის სკაუტები წინა ზაფხულს, რატომ არ დავიმატეთ ქართველი მაკარე?"
"ახლა გასაგებია, რატომ იყიდა ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი — ის ფენომენალურია."
"არნე სლოტის ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი — ვინ იქნება ლივერპულის პირველი ნომერი ახალ სეზონში? ჩვენ საოცარი მეკარეები გვყავს."
"გასაგებია, რომ კელეჰერი გუნდს დატოვებს, მაგრამ რას უპირებენ ალისონს? მამარდაშვილი მეორე ნომრობას არ დასჯერდება."
"მისი დამსახურებით, მინიმუმ 10 წელი მეკარის პრობლემა არ გვექნება. ალისონს ღირსეული მეკარე შეცვლის."
"ერთი სული მაქვს მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში ვიხილო."