ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ბკ

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. იმსჯელებენ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით გათვალისწინებულ საკითხებზე. ასევე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მანდატების გამოწვევაზე.

რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ. რეზოლუციაში საუბარი იყო საქართველოს დელეგაციის მანდატების კონკრეტული პირობებით აღიარებაზე. პირობების მიხედვით, მომდევნო თვეებში მოხდებოდა ახალი არჩევნების ორგანიზება.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ ქართულ მხარეს წამოუყენა, აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. მმართველი გუნდისთვის დათქმა არჩევნებზე კატეგორიულად მიუღებელია და ის სცდება ასამბლეის კომპეტენციას, შესაბამისად გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე, იყო უალტერნატივო. თუმცა ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ევროსაბჭოს წევრად. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციის წევრები განაახლებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათივე თქმით, შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.