პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა კრისტიან ძაკარდომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ იტალიურ „გაძეტასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, კვარას განვითარებისა და სწავლის ძალიან დიდი სურვილი აქვს. აგენტი მის ერთ-ერთ დადებით თვისებად მოკრძალებას ასახელებს, რაც ფეხბურთელს განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
„შევცდი, ვფიქრობდი, რომ ხვიჩას სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ორ წელში გახდებოდა, თუმცა, ახლა ვიცი, რომ ის უკვე 50 მილიონი ღირს. მისი გადაბირებისას „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ ინტუიცია და გამბედაობა გამოავლინეს.
სპალეტი ხვიჩასთვის საუკეთესო ხელმძღვანელია. ლუჩიანომ ცოტა რუსულიც იცის.
ხვიჩა ოჯახთან ძალიან ახლოსაა. ახლახან თბილისში ვიყავი, მის მშობლებს შევხვდი. ხვიჩას მამა შემტევი იყო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. ხვიჩას სწავლისა და განვითარების ძალიან დიდი სურვილი აქვს. მას მისი მოკრძალება დაეხმარება, რომ ყოველთვის საუკეთესო ეძიოს.“ - განაცხადა კრისტიან ძაკარდომ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051