სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება
1739008836
"მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიამ, PSG-ის მაისურით, "მონაკოს" წინააღმდეგ სადებიუტო გოლი გაიტანის შემდეგ განაცხადა.
"მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. საუკეთესოა, ასეთ სტადიონზე და ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა.
ძალიან მსურდა, რომ პირველი გოლი მალევე გამეტანა. აქ ყველა შესანიშნავად მექცევა და ბედნიერი ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენში ვთამაშობ.
მინდა წინსვლა გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი მივცე ამ კლუბს,"- აცხადებს კვარაცხელია.
კვარაცხელიამ, მონაკოსთან მატჩში ახალი კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და პარი სენ-ჟერმენმა 4-1 მოიგო.