„აიაქსის“ კაპიტანმა ფეხი უხეშად ჩაარტყა - როგორ შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა

კვარა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ შეხვედრაში დაშავდა და გოლის შემდეგ შეცვლა მოითხოვა. თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის და შემდეგი თამაშებისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

ორთაბრძოლისას „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ფეხი უხეშად ჩაარტყა, ხვიჩას გოლის აღნიშვნის დროსაც ტკივილი ეტყობოდა და გატანისთანავე შეცვლა მოითხოვა.

მატჩის შემდეგ პირველი სავარაუდო დიაგნოზი calcionapoli 24-მა გამოაქვეყნა, რომ ეჭვი სერიოზულ ტრავმაზე იყო – პირველივე ვარაუდით, ქართველ თავდამსხმელს ტერფი ჰქონდა დაზიანებული. მაგრამ leadersport-ს ოჯახში განუცხადეს, რომ ხვიჩას ფეხზე არაფერი უჭირს, კარგად გრძნობს თავს და საშიში არაფერია.