იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
1727946864
„აიაქსთან“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ის შედეგით ძალიან კმაყოფილია.
„ვფიქრობ, ოცნებები ხდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.
დღეს „აიაქსს“ კარგად არ უთამაშია, თუმცა, კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ,“ - თქვა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლია. 2005 წლის 23 ნოემბერს ლევან კობიაშვილმა, რომელიც გერმანული „შალკეს“ ღირსებას იცავდა, ნიდერლანდურ „პსვ“-სთან ჰეთ-თრიკი გააფორმა.