ხვიჩა კვარაცხელია სტატისტიკის ავტორიტეტულმა საიტმა წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია სტატისტიკის ავტორიტეტულმა საიტმა წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. "ჰუ სქორდმა" ევროპის ტოპ ლიგების 2023 წლის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. იტალიის სერია ა-ს სიმბოლურში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი 2023 წელს საშუალოდ მატჩებში 7.37 შეფასება ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ჩემპიონი კლუბიდან, სიმბოლურში ვიქტორ ოსიმენიც მოხვდა. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 2023 წელს 11 გოლი გაიტანა.