ლელა კაკულია წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1789762148
უქმე დღეებში დამატებითი ძილი შესაძლოა ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) განვითარების დაბალ რისკთან იყოს დაკავშირებული. ახალმა კვლევამ განსაზღვრა დროის ის სავარაუდო ხანგრძლივობა, რომლითაც დასვენების დღეებში საწოლში მეტხანს დარჩენაა შესაძლებელი.
როგორც გამოცემა Prevention წერს, მეცნიერებმა 2016–2023 წლების პერიოდში 41 ათასამდე ზრდასრული ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. აღინიშნება, რომ მკვლევრებმა მონაწილეთა ძილის ხანგრძლივობა სამუშაო და უქმე დღეებში ერთმანეთს შეადარეს, ხოლო შემდეგ ეს მაჩვენებლები მაღალი არტერიული წნევის შემთხვევებს დაუკავშირეს.
კორეის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მკვლევრის, ნავონ ლის თქმით, უქმეებზე დაახლოებით 1 საათითა და 26 წუთით დამატებითი ძილი ჰიპერტენზიის განვითარების დაახლოებით 9%-ით დაბალ ალბათობას უკავშირდებოდა. კარდიოლოგმა ბჰარატ სანგანიმ განმარტა, რომ ნორმალური ძილის დროს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე ჩვეულებრივ მცირდება, რის წყალობითაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა აღდგენის შესაძლებლობას იღებს.