ხელბურთი - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

ხელბურთი

IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა, დიდი ბრიტანეთი 33:25 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

პირველი ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა მინიმალური ანგარიშით, 15:16 დათმეს. თუმცა ქართველებმა ბრიტანელების წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც გატეხეს და საბოლოოდ მეტოქე რვა ბურთის სხვაობით.

ქართველთა შემადგენლობაში 8-8 ბურთით ბომბარდირები ალექსანდრე შიოშვილი და დავით გრიშიკაშვილი გახდნენ.

18 იანვარს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩში მოლდოვისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, გამარჯვების შემთხვევაში კი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ალექსანდრე შიოშვილი (8 გოლი), დავით გრიშიკაშვილი (8), დავით ხელისუფალი (5), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ მამულაშვილი (3), გიორგი მაზანიშვილი (1), საბა ფუტკარაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი კაპანაძე (1), ალექსანდრე ბოჟაძე, ირაკლი გურული, ნიკოლოზ ბოჟაძე, თორნიკე გაგუა, ნიკოლოზ ნარიმანიძე.