ისტორიაში პირველად ქართველ ბატუტზე მხტომელ ვაჟთა წყვილი სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონია

მკ

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველი სპორტსმენები - ცოტნე ჩხაიძე და ლუკა ლომთათიძე, სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები გახდნენ.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი რვა - ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ელენე კირთაძისა და მარიამ გაბრიაძის წყვილი, ასევე ოქროს მედლები აიღო ანანო აფაქიძისა და მარიამ რაგიმოვის წყვილმაც.