ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ნნ

ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. დაშნით მოფარიკავე დანიილ ტარასკინმა ფინალში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მიიღო.

ტურნირზე ასევე იასპარეზა რაპირით მოფარიკავე ლაზარე ჩიტაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მიიღო.