ის მუხტი, რაც საქართველოში იყო, გვაძლიერებდა და ამის დიდი დამსახურებაა, რომ კარგად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე - ლევან შენგელია

ლევან შენგელია

ის მუხტი, რაც საქართველოში იყო, გვაძლიერებდა და ამის დიდი დამსახურებაა, რომ კარგად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატია და ისურვებდა, რაც შეიძლება მალე გავიდეს ეროვნული ნაკრები ამ ჩემპიონატზე.

„პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და სხვა ემოციაა, სულ სხვა შეგრძნებაა. ის მუხტი, რაც საქართველოში იყო, გვაძლიერებდა და დიდი დამსახურებაა ამის, რომ კარგად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება დახვედრას, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს ძალიან გვჭირდებოდა. შემდეგი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება მალე გავიდეთ და გავახაროთ მთლიანად საქართველო და ჩვენი თავიც“, - აღნიშნა ლევან შენგელიამ.