პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

თელავი

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: ლალისყურის, ფშაველისა და ართანას მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. ასევე მოქალაქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.