მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.
„ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას!!!“,- წერს ირაკლი კობახიძე.
„მონპელიე“, რომლის ღირსებას ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი იცავენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
TOP 14-ის ფინალში „სტად დე ფრანსზე“ „მონპელიემ“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „კასტრშიც“ ირჯება ქართველი მორაგბე - ლევან ჩილაჩავა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდნენ.
ჩილავაჩავამ 52-ე წუთიდან ითამაშა, აფრასიძემ კი 58-ე წუთიდან. ტრავმის გამო ფინალში არ უთამაშია ნარიაშვილს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში „მონპელიეს“ აფრასიძემ 6 ქულა შესძინა და ფინალში მისი გუნდის გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
„მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.