პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. გადაწყვეტილების შეფასებისას კობახიძემ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებულ შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერების მილოცვების ფონზე, ოპოზიციის რეაქცია სრულიად არაბუნებრივია.
"საქართველოს მიმართ ევროკავშირის ლიდერების მილოცვებისა და მათი საზეიმო განწყობის ფონზე, სრულიად არაბუნებრივია ოპოზიციის რეაქცია ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე. ადამიანები, რომლებიც 2008 წელს წაგებულ ომს ზეიმობდნენ, დღეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას გლოვობენ. ამას აქვს თავისი კანონზომიერება: რადიკალურ ოპოზიციას უხარია საქართველოს წარუმატებლობა და სწყინს მისი წარმატება, რაც არა მხოლოდ მოვლენებზე მისი რეაქციებით, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც არის გამოხატული.
საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, თითქოს კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება.
მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.