ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სამადაშვილის თქმით, ამის მიზეზი ღარიბაშვილისა და კობახიძის განცხადებები გახდა, რომლებშიც ისინი სალომე სამადაშვილს „ქვეყნის მოღალატედ“ მოიხსენიებდნენ.
„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.
დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.
არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“,- წერს სალომე სამადაშვილი.