1741817614
ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ვერ შეიძინა

20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საქართველო-სომხეთის მატჩის ღია ჩვენება გაიმართება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითა და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება“ - თქვა კალაძემ.