რატომ აცვიათ წარმატებულ ადამიანებს ყოველდღე ერთი და იგივე

მარკ ცუკერნბერგი

თითქმის ყველა ადამიანის გარდერობშია 10-15 ისეთი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ვიცვამთ, თუმცა იმ წარმატებული ადამიანების შემთხვევაში, რომელთაც ყველა ვიცნობთ, ასე არ არის.

მაგალითად, რატომ აცვია სტივ ჯობსს ყველა ფოტოში ერთი და იგივე და რატომ ვერ ვხედავთ მარკ ცუკერბერგს სხვადასხვა სამოსში?

პასუხები შემდეგში მდგომარეობს:


1. მარტივი გადაწყვეტილებები

წარმატებული ადამიანებისთვის დილით ტანსაცმლის შერჩევაში დახარჯული დრო, დაკარგულს ნიშნავს და, დღის განმავლობაში მათ პროდუქტიულობას ამცირებს. მაგალითად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სტილი, მუდამ ერთნაირია, რადგან ის, როგორც წესი, ლურჯ ან ნაცრისფერ ფორმაშია.

მარკ ცუკერბერგის თქმით, მას არ სურს იფიქროს იმაზე, თუ რას შეჭამს ან რას ჩაიცვამს, "რადგან მე სხვა ბევრი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები", - აღნიშნავს ის.

2. ნაკლები დროის კარგვა

ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, ტანსაცმლის ყიდვაში, არჩევასა და მათ მორგებაში რამდენ დროს ვკარგავთ. წარმატებული ადამიანებისთვის კი მარტივია, შეიძენენ ერთნაირ სამოსს და დილით იმაზე ფიქრი არ უწევთ, თუ როგორ მოირგონ ის.

3. ნაკლები სტრესი

მატილდა კალი, ნიუ იორკის არტ დირექტორია და მისთვის ტანსაცმლის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღება დამღლელია, ამიტომ ყოველდღიურად ერთსა და იმავე სამოსს ატარებს.

მისი თქმით, სტრესულია, როდესაც სვამ კითხვებს, "ეს ძალიან კლასიკურად ხომ არ გამოიყურება? ეს კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არაა? ასეთი სტილი მიხდება?"- ამიტომ ურჩევნია, მუდამ ერთნაირი სამოსი ატაროს.

4. ნაკლები გაფლანგული ენერგია

ქრისტოფერ ნოლანმა 21-ე საუკუნეში ბევრი კომერციულად წარმატებული ფილმი შექმნა. "ნიუ იორკ თაიმსის" თანახმად, ის ყოველდღიურად ტანსაცმლის შერჩევაში ენერგიას არასდროს ხარჯავდა და მუქ ჟაკეტს, შავ შარვალსა და ერთსა და იმავე ფეხსაცმელს იცვამდა.