1741810099
„თითქოს დაბნეული იყო... დავინახე, რომ...“ - რას იხსენებს ბიჭი, რომელმაც მდინარეში გადავარდნილი მძღოლის ამოყვანის კადრები გადაიღო

დათო, რომელმაც 11 მარტის საღამოს, მეტეხის ხიდიდან გადავარდნილი მანქანიდან მძღოლის ამოყვანის კადრები გადაიღო, ჰყვება, რომ ჯერ გაბმული სიგნალი და ხალხის ყვირილი, შემდეგ კი უკვე წყალში მძიმე ნივთის ჩავარდნის ხმა გაიგო.
„გავიგე, როგორ ჩავარდა წყალში რაღაც მძიმე, შემოვტრიალდი, დავინახე, რომ ავტომობილი ტივტივებდა და ნელ-ნელა იძირებოდა, მძღოლს კი ხალხი უყვიროდა, ფანჯრიდან გამომძვრალიყო. გადაღება დავიწყე. ჩემგან მარჯვნივ დავინახე ე.წ. ტივი. ტივზე მყოფი ადამიანები მიიწევდნენ მანქანისკენ, რომ მძღოლს გადმოსვლაში დახმარებოდნენ. სამაშველო სამსახურიც მალევე გამოჩნდა.
მძღოლი თავიდან თითქოს დაბნეული იყო, შესაძლოა შოკურ მდგომარეობაშიც იყო, ვერ გადაეწყვიტა გადმოსვლა, ნახევარი ტანით იყო გადმოსული ფანჯრიდან, ეშინოდა. თუმცა, ბოლოს გადმოძვრა და მოქალაქეებმა მისი ტივზე აყვანა მოახერხეს“, - იხსენებს დათო.
„მარტო ხარ?...“ - ვრცელდება ხიდიდან გადავარდნილი მანქანის მძღოლის გადარჩენის კადრები
მეტეხის ხიდიდან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე