,,იამაყე საქართველო! იტალიის ჩემპიონატის მეფის გვირგვინი შენს შვილს დაადგეს" - ემოციური გამოხმაურებები სოციალურ ქსელში

კვარა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

,,ნაპოლის'' ქართველი ფეხბურთელისთვის 2022-23 წლების სეზონი სერია A-ში სადებიუტოა.

მან ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Serie A-ის გვერდმა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი ფენომენალურად შეაფასა და დაწერა, რომ ის ,,საუკეთესოთა შორის საუკეთესოა".

ასევე დაგაინტერესებთ: VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! - ნახეთ, ტოპ 5 გოლი

როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციური გამოხმაურებები მოჰყვა.

ნანა ჩხაიძე: ,,იამაყე საქართველო! იტალიის ჩემპიონატის მეფის გვირგვინი შენს შვილს დაადგეს.

გოგა ჩანადირი: ველოდი ამას! ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ეს არის უაღრესად დიდი პატივი და აღიარება ქართველი ჩემპიონისთვის და მთლიანად, ჩვენი ფეხბურთისთვის.
არადა, ჯერ კიდევ 1 წლის წინათ ხვიჩას გვარსაც კი ვერ წარმოთქვამდნენ იტალიაში. პირველივე თამაშში დაამტკიცა, რომ გამორჩეული იქნებოდა. პირველივე სეზონში გახდა ჩემპიონი "ნაპოლის" მაისურით, პირველივე თვესა და სეზონში მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის სახელი. ხვიჩა გახდა პირველი ქართველი, ვინც ევროპის საუკეთესო პირველობების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე სამჯერ დასახელდა იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც.

ჩვენი კვარადონა, ჩვენი ოქროს ფეხბურთელი. გილოცავ, ხვიჩა ამ აღიარებას!
განაგრძე თამაში ისევ ისე შემართებით, ლაღად და კვლავ ბევრი იშრომე. ამაზე არ გაჩერდე.

დავით ზალკალიანი: ისტორია დაიწერა! ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ვულოცავ ხვიჩას და სრულიად საქართველოს ამ ისტორიულ წარმატებას!

ალექსანდრე ელისაშვილი: ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს! ფენომენალური სეზონი ჰქონდაო ასე შეაფასეს. უმაგრესი ამბავია მისთვისაც და საქართველოსთვისაც! მიდი ხვიჩა არ გაჩერდე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

,,საუკეთესო საუკეთესოთა შორის" - რას წერს Lega Serie A ხვიჩა კვარაცხელიაზე