ისტორია დაიწერა! ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ხვიჩა კვარაცხელია

სერია A-ს ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

,,ნაპოლის'' ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022-23 წლების სეზონი სერია A-ში სადებიუტოა. მან ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Serie A-ის გვერდმა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი ფენომენალურად შეაფასა.