,,საუკეთესო საუკეთესოთა შორის" - Lega Serie A ხვიჩა კვარაცხელიაზე

კვარა

,,საუკეთესო საუკეთესოთა შორის", - ამის შესახებ Lega Serie A-ს ფეისბუქ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიძღვნილ პოსტში ვკითხულობთ.  

რამდენიმე წუთის წინ, ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

Serie A-ის გვერდმა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი ფენომენალურად შეაფასა.

,,საუკეთესო საუკეთესოთა შორის. კვარაცხელია სერია A-ში სეზონის მოთამაშეა.
მას გამორჩეული სადებიუტო სეზონი ჰქონდა. კვარაცხელია ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. 
ფენომენალური სადებიუტო სეზონი, რომელიც იკავებს დამსახურებულ ადგილს სერია A-ს სეზონის გუნდში", - ვკითხულობთ პოსტში.