VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! - ნახეთ, ტოპ 5 გოლი

ხვიჩა კვარაცხელია

,,ნაპოლის'' ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022-23 წლების სეზონი სერია A-ში სადებიუტოა.

მან ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Serie A-ის გვერდმა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი ფენომენალურად შეაფასა.

Setanta Sports Georgia კვარას top-5 გოლის ვიდეოს აქვეყნებს: