I ჯგუფიდან საფრანგეთთან ერთად ნორვეგიაც გავიდა

I ჯგუფიდან საფრანგეთთან ერთად ნორვეგიაც გავიდა

I ჯგუფში ფავორიტებმა სტატუსი გაამართლეს  და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს პლეიოფის საგზური. საფრანგეთის კვალად ნორვეგიამაც მეორე მოიგო. სკანდინავიელებმა სენეგალს 3:2 აჯობეს. მათ ისტორიაში პირველად მოიგეს ორი მატჩი მუნდიალებზე.

ნორვეგიამ პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი პედერსენმა გამოიჩინა. ამას მოჰყვა ერლინგ ჰალანდის დუბლი ათწუთიან მონაკვეთში – 48-ე და 58-ე წუთებზე.

სენეგალმა საფრანგეთთანაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურისტად არ ჩასულა – იბრძოლა, ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მეტი ვერ შეძლო. დუბლი ისმაილა სარმა შეასრულა (53-ე და 90+3-ე წუთზე).

ასე და ამგვარად, სენეგალი მესამე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში ერაყთან ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.

I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება:

23:00 | ნორვეგია – საფრანგეთი

23:00 | სენეგალი – ერაყი