დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
Eurosport - 5.5 ქულა: გუნდში ყველაზე ნაკლებად ცუდი იყო, შეიძლება ითქვას, საუკეთესოც. ის ყველაზე მეტად ცდილობდა სიტუაციის შეცვლას. მისმა რამდენიმე ბრუნვა პანიკა გამოიწვია, მაგრამ რეალური შესაძლებლობა ვერ შექმნა. მას ცოტა ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ სტანდარტებთან შესაბამისობაში იყო.
Napolilike - 5.5 ქულა: თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარკვეული ეპიზოდები შექმნა, მაგრამ რეალური მომენტების გარეშე. მეორე ტაიმში მარიო რუი დატოვა დასარტყმელზე, მაგრამ შესრულება სტანდარტებზე დაბალი იყო.
CalcioNapoli 1926: 4 ქულა. თანაგუნდელ ჟიელინსკის მსგავსად მოჩვენებას ვხედავდით. მისი პიესები სტერილური და პროგნოზირებადი იყო.
CalcioNapoli24 : 4.5 ქულა - რამდენიმე დრიბლინგი ჰქონდა,, რომლითაც სტადიონი გააგიჟა, მაგრამ დაცვა ვერ გაარღვია.
Goal.com - 5.5 ქულა: გუნდის ასეთი თამაშის შემდეგ მისი როლი სისტემურად გაორმაგდა. ცდილობდა განათებას, მაგრამ შორიდანვე კარგავდა ძალას. ბოლოსკენ ჩვეულ თამაშს დაუბრუნდა, თუმცა, უკვე გვიანი იყო.
Tuttomercatoweb: 5.5 ქულა - : ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლის დანთებას, მაგრამჩვეული სტანდარტებით გოლის გატანა ვერ შეძლო. ლეაუსთან ისრებით დუელიდან მოტეხილი ძვლებით გამოვიდა.