ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს
1753107939
უნგრეთში სარეიტინგო ტურნირი დასრულდა. ჩემპიონობა იზეიმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ). ფინალში მან სომეხი ჰაიკ ხლოიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა. ჩემპიონები ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედალებს კი ლერი აბულაძე (67 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) დასჯერდნენ.
ქართველი მოჭიდავეები ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.