ავიაკატასტროფა დაკაში - კოლეჯის თავზე ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მოსწავლეებიც ემსხვერპლნენ
1753122178
იტალიაში, ქალაქ მილანში, მხატვრულ ტანვარჯიშში “მსოფლიო თასი” ჩატარდა, სადაც ფინალის დახურვაზე 12 წლის ბარბარე სახვაძემ ქართული სამოსი მოირგო და ნომერი ეროვნული ცეკვის ელემენტებით შეასრულა, რომელიც იტალიელმა ქორეოგრაფებმა დადგეს.
ბარბარე იტალიაში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი გოგონაა, რომელსაც სამშობლოს სიყვარული ოჯახმა და ახლობლებმა ასწავლეს. ის ყოველ ზაფხულს სტუმრობს მის ქვეყანას.
ბარბარე საკმაოდ წარმატებული ტანმოვარჯიშეა და ამ მიმართულებით მრავალ შეჯიბრსა, თუ ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, თან საკმაოდ წარმატებულად, რასაც ის ჯილდოები და მედლები მოწმობს, რომელსაც ის, სცენაზე გასვლისას, თითქმის ყოველ ჯერზე იღებს.
ბარბარე სახვაძე მილანის საუკეთესო კლუბში Forza e Coraggio-ში ვარჯიშობს და მას ასევე, საუკეთესო ტრენერი Daniela Vergani ავარჯიშებს.