1693764619
„გიორგი ლორია ყოველთვის გვერდით მედგა... ყველასთვის პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითია“ - მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდიდან გიორგი ლორიას წასვლას გამოეხმაურა.
„მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს. გიორგი ლორია პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითია ყველასთვის — ჩემთვის კი კიდევ უფრო დიდი ინსპირაციის წყარო.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან და ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი. მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სავსებით დაიმსახურე“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ 39 წლის მეკარე საქართველოს ნაკრებში თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.