ცხვირი, როგორც ხასიათის სარკე: რას გვიმხელს მისი ფორმა თქვენს შესახებ

ცხვირი

 მეცნიერები და ფსიქოლოგები ამბობენ,  სახის ფორმასა და ნაკვთებზე დაკვირვებით -  ადამიანების შესახებ იმაზე მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 
 
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საბერძნეთში ღრმად სჯეროდათ, რომ თავისა და სახის ზონები ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე იყვნენ პასუხისმგებლები. ასე მაგალითად, ისინი მიიჩნევდნენ, რომ შუბლი - გონებრივ სფეროს განაგებდა, სახის კუნთები, ცხვირი და ლოყები - მორალსა და ემოციებს განსაზღვრავდნენ, პირი და ნიკაპი კი, ინსტინქტებს განასახიერებდა.  
 
მკვლევრები დღესაც აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ გარეგნული მახასიათებლები, ჩვენივე ხასიათისა და ქცევის ერთგვარი ანარეკლია. 

როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალს ყველაზე უკეთ თურმე ცხვირის ფორმა და ზომა განასახიერებს. 
 
კეხიანი ე.წ. არწივის ცხვირი -  მკაცრ, ძლიერი ნებისყოფის და ძალაუფლების მოყვარე ადამიანს აქვს. 
სწორი და ბოლოში წამახვილებული ცხვირი  კი მისი პატრონის თვითრწმენასა და სიამაყეს უსვამს ხაზს. 
 მეცნიერების თქმით, გრძელი ცხვირი ძირითად ზედაპირულ, თავქარიან ადამიანებს აქვთ. 

დიდი ცხვირი: ცოტა დიდი ცხვირის მქონე ადამიანებს არ სიამოვნებთ სხვისი მითითებების შესრულება და არ უყვართ წვრილმან ამოცანებზე მუშაობა. ისინი საუკეთესოდ ფუნქციონირებენ დამოუკიდებლად, რადგან ჯგუფური მუშაობის ატმოსფერო მათთვის ხშირად დამთრგუნველია. კრეატიულები და სიახლისთვის გახსნილები არიან, თუმცა მათთვის მთავარ გამოწვევას ხშირად საკუთარი ეგო წარმოადგენს - ის ზოგჯერ აფერხებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ ურთიერთობებს.

პატარა ცხვირი: პატარა ცხვირის მქონე ადამიანები თავს კარგად გრძნობენ გუნდურ გარემოში. თუმცა, მათი მკვეთრი და მიზანსწრაფული ხასიათი ზოგჯერ სხვებში გაუცხოებას იწვევს. ისინი სპონტანურები, შეუპოვრები და კრეატიულები არიან. საჭიროების შემთხვევაში კი მშვენივრად იფუთავენ საკუთარ თავს და ყოველთვის ახერხებენ სასურველის მიღწევას.

გრძელი ცხვირი: რაც უფრო გრძელია ცხვირი, მით უფრო ძლიერია ადამიანის სამეწარმეო სულისკვეთება და ამბიციები. ასეთი ადამიანები დამოუკიდებლობით გამოირჩევიან, არ უშინდებიან მარტოობას და დამოუკიდებელ შრომას. მათში ლიდერის თვისებები ბუნებრივად ვლინდება.

მოკლე ცხვირი: მოკლე ცხვირის მქონე ადამიანები ერთგულებით, სიფაქიზითა და ემოციურობით გამოირჩევიან, რის გამოც გარშემომყოფებს მოსწონთ მათთან დროის გატარება. თუმცა, მათი გულწრფელობითა და რბილი ბუნებით ზოგჯერ მანიპულატორები სარგებლობენ.

 ზემოთ აპრეხილი (ჩაჭრილი) ცხვირი: ასეთი ფორმის ცხვირი მიუთითებს ჭკუაზე, ოპტიმიზმსა და შინაგან სინათლეზე. ამ ადამიანებს უნარი აქვთ, სიბნელეშიც კი შუქი შეიტანონ. ბუნებით ალტრუისტები და მზრუნველები არიან — ხშირად ეხმარებიან სხვებს უანგაროდ.

ფართო ცხვირი: ფართო ცხვირის მქონე ადამიანები პროგრესულები და ცნობისმოყვარეები არიან. ყოველთვის ეძებენ საუკეთესოს და თავიანთი აზრის გამოხატვის უნარით გამოირჩევიან. თუმცა ხანდახან ემოციურად გადამეტებულად აღიქმებიან.