გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

გიორგი გველესიანი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი გველესიანი ირანულ „პერსეპოლისში“ დარჩება, მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას ირანული კლუბი ავრცელებს.

„გველესიანი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას „პერსეპოლისის“ გენერალურ დირექტორთან აწარმოებდა.

ქართველი ფეხბურთელი ირანში 2016 წლიდან თამაშობს. ის „ზობ აჰანის“, „ნასაჯისა და „სეპაჰანის“ მოთამაშე იყო. „პერსეპოლისის“ რიგებში კი მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირანის პრემიერლიგაში გველესიანმა 160 მატჩი ჩაატრა, ხოლო პერსეპოლისის“ მაისურით 16 გოლი გაიტანა, რითიც გუნდის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელია“, – წერია კლუბის განცხადებაში.