ისრაელში, ბერშებას ავტოსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 8

ბერბეშას აეროპორტი

ისრაელში, ბერშებას ცენტრალურ ავტოსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 8. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, თავდამსხმელი განეიტრალებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.