რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
1794490086
ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ჩაკვეტაძემ Instagram-ის „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა. პოსტში ფეხბურთელმა საბა ლაზიშვილი მონიშნა და ფოტოს ემოჯებიც დაურთო.
როგორც ფოტოდან ვიგებთ, მან საბა ლაზაშვილი იმ ხალხთან ერთად დააყენა, რომლებიც მათ თავს დაესხნენ. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ორი ადამიანი ამდენ თავდამსხმელს იგერიებდა.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილი და მისი მეგობარი საბა ლაზიშვილი დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ. მერაბის განცხადებით, მათ უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორივემ დაზიანებები მიიღო.
მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველ სპორტსმენებს მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა სახემ გამოუცხადა.
