გერმანიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ისევ ვერ გავიდა

გერმანიის საფეხბურთო ნაკრები

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის გუნდთან დამარცხდა და 1/8 ფინალში ვერ გადავიდა.

შეხვედრა პარაგვაელთა უპირატესობით დაიწყო და 42-ე წუთზე ხულიო ენსინსომ ანგარიში გახსნა. მოგვიანებით ინიციატივა გერმანელების მხარეს გადავიდა და შედეგმაც არ დააყოვნა. შეხვედრის 54- წუთზე კაი ჰავერცმა ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, რის გამოც დამატებითი დრო დაინიშნა. გუნდებმა დამატებით დროშიც ვერ შეძლეს ანგარიშის შეცვლა.

გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტების სერიაში პარაგვაელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და გერმანელები ანგარიშით 4:3 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა. გერმანელები 1/8 ფინალში ვერ გავიდნენ 2022 წელს კატარში გამართულ მუნდიალზეც.