გამოცემა „ეკიპი“: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა

ხვიჩ კვარაცხელია

ლუის ენრიკეს გაწვრთნილი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გუნდის თავდამსხმელებს შორის მას ყველაზე ხშირად იყენებენ“, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიდ შეხვედრებში ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას.

„როდესაც ლუის კამპუში (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) ტრანსფერებსა და გუნდის ფორმირებაზე საუბრობს, ხშირად ახსენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მათი როლების სწორად განსაზღვრა და ნათელი იდეების დანერგვა ის პრინციპებია, რომლებზეც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის შემდეგ, პროექტი აიგო. ამ კონცეფციის ნაწილი იყო 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც.

პარიზულ კლუბს შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურდა, თუმცა პარალელურად გასათვალისწინებელი იყო, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი ბრედლი ბარკოლას როლზე. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი სწრაფად მოირგო ახალ გარემოს.

ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა – 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 46 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, 3 870 წუთი ითამაშა და პსჟ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად შემტევად იქცა. ტრავმები მას არ ჰქონია, თუმცა დატვირთული კალენდრის ფონზე დაღლილობა უკვე შესამჩნევია.