„ფორმულა1“-მა 25 თებერვალს, სოჭში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა

ფორმულა 1

ფორმულა 1-მა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, 25 თებერვალს, სოჭში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მწუხარებით, არსებული სიტუაციის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედით ადევნებენ თვალს.

„ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მთელ მსოფლიოს სტუმრობს პოზიტიური ხედვით, რომ გააერთიანოს ხალხი და ერები. ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მწუხარებითა და შოკით და არსებული სიტუაციის სწრაფი და მშვიდობიანი მოგვარების იმედით. ხუთშაბათს საღამოს ფორმულა 1-მა და გუნდებმა განიხილეს ჩვენი სპორტის პოზიცია და დასკვნა, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მოსაზრების ჩათვლით, არის, რომ რუსეთის გრან-პრის ჩატარება არსებულ ვითარებაში შეუძლებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.