ეს 5 ნივთი არასოდეს არ გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!

ცოცხი

ადამიანების უმრავლესობა ნივთებს დაუფიქრებლად ათხოვებს ხოლმე როგორც მეგობრებს, ისე მეზობლებს. თითქოს ამაში გასაკვირი და სახიფათო არაფერია, თუმცა თურმე ასე სულაც არ არის.

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი მოვლენები ზედიზედ გადაება ერთმანეთს, გადახედეთ, იქნებ რამეს ისე არ აკეთებთ. მაგალითად, შესაძლოა რომელიმე ისეთი ნივთი გაასხვისეთ დროებით, რომლის სახლიდან გაშვება არ შეიძლება.

ხალხურ ცრურწმენებში არა მხოლოდ შიშია დაფარული რამისა, არამედ სიბრძნეც, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თუ ასეთ გადმოცემებს დავუჯერებთ, პირადი ნივთები სხვებს არ უნდა ვათხოვოთ.

მაშ ასე, ხალხური გადმოცემების თანახმად, არასოდეს არ ისესხოთ, არ გაასესხოთ, არ ითხოვოთ და არც სხვას ათხოვოთ შემდეგი რამ:

1 მარილი

მარილი ტყუილად როდია მიჩნეული მაგიურ პროდუქტად. მარილის გასესხება არ შეიძლება, ჩუქება შეგიძლიათ. ამ პროდუქტს ენერგეტიკული ძალა აქვს და ადამიანის ბედზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. მარილის გასესხებით, შემდეგ კი მისი უკან დაბრუნებით ადამიანმა შესაძლოა იღბალი დაკარგოს, ახლობლებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს და ავად გახდეს.

2.ჭურჭელი

ჭურჭელს აქვს თვისება, დაიმუხტოს იმ გარემოს ენერგეტიკით, სადაც იმყოფება. თუ სახლში ცუდი ატმოსფეროა, ასეთი ჭურჭელი მის ახალ მფლობელს არაფერს კარგს არ მოუტანს. განსაკუთრებით საშიშად ითვლება დაზიანებული, გაბზარული ჭურჭელი. ასეთი ჭურჭლის შენახვა არაა რეკომენდებული.

3. ტანსაცმელი

ოჯახის წევრები ხშირად იყენებენ ერთამანეთის ტანსაცმელს და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა სხვისმა ტანსაცმელმა შესაძლოა პატრონის ცუდი ენერგეტიკაც მოგიტანოთ. ეს განსაკუთრებით ფეხსაცმელს ეხება, ამიტომ, არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი.

4.სამკაულები

ძვირფასეულობა და ბიჟუტერიაც კი კარგად “იწოვს" თავისი პატრონის ენერგიას და მას ახალ მფლობელს გადასცემს. ეს განსაკუთრებით ვერცხლს, პლატინას, ბროლს, ბრილიანტს და მთვარის ქვას ეხება.

5. ცოცხი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ცოცხსაც თხოულობს. არადა, ამ ნივთმა საცხოვრებელი არ უნდა დატოვოს. როცა ცოცხს სხვას აძლევთ, ფინანსური პრობლემებისთვისაც უნდა მოემზადოთ. ცოცხის მიცემა სხვისთვის მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, როცა უკვე აღარ გჭირდებათ.