საქართველოს პროკურატურა ეფექტიანად თანამშრომლობს მედიასთან, გენერალურ პროკურორად ჩემი არჩევის შემთხვევაში უწყება დარჩება ღია და გამჭვირვალე - გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე საქართველოს პროკურატურის მხრიდან მედიასთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი და ღია თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აქტიურად ხდება ინფორმაციის გავრცელება. ბოლო 3 წლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, გავრცელებულია 1300-ზე მეტი პრესრელიზი, ჩვენი ინიციატივით დამზადებულია  300-მდე ვიდეორგოლი, არაერთი ვიდეო კომენტარი გააკეთა ჩვენმა უწყებამ იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია.” - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ამ მიმართულებით, პროკურატურა უნდა დარჩეს ღია და გამჭვირვალე, მისი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში კი უწყება განაგრძობს მედიასთან და საზოგადოებასთან ეფექტიან კომუნიკაციას.