,,New york-ში დაგეგმილ კონცერტზე , მე აღარ მივიღებ მონაწილეობას...“ - ნუცა ბუზალაძე
1733766727
საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს სიდნეიში, ATP თასის მატჩის ნაადრევად დასრულება მოუწია, რადგან სპორტსმენს სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა.
სიდნეიში, ციციპასისა და ბასილაშვილის დაპირისპირებამ მხოლოდ 26 წუთს გასტანა. ანგარიში ბერძენის სასარგებლოდ - 4:1 იყო, როდესაც ბასილაშვილმა სამედიცინო დახმარებისთვის პაუზა აიღო.
მას სუნთქვა უჭირდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი მატჩი შეწყდა.
"29 წლის ჩოგბურთელმა შორიახლოს დაარტყა. შემდეგ ის ნელი ნაბიჯით გაემართა თავისი გუნდის სკამამდე და ცდილობდა ღრმად ამოესუნთქა და წყალი მიეღო. ექიმს ხელის ჟესტებით მიანიშნებდა, რომ მკერდის არეში რაღაც აწუხებდა.
ამბობდა: „ყოველი დარტყმისას სუნთქვა მიჭირსო“.
Ambebi.ge ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როგორია ახლა მისი ჯანმრთელობს მდგომარეობა.
როგორც ჩოგბურთელის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ გამოცემას უთხრა, ბასილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა და პოსტკოვიდური სიმპტომები აწუხებდა. მისივე ინფორმაციით ბასილაშვილი ახლა თავს კარგად გრძნობს.
"ახლა უკეთ არის. კოვიდი გადაიტანა და პოსტკოვიდური სიმპტომები აწუხებდა“, - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა.