ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო საუბარი ექნება
1756917412
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა.
„2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
შეგახსენებთ, რომ მათ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ბექაური 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ტალახაძემ ოლიმპიადასთან ერთად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.