ეკვადორმა მასპინძელ კატარს მოუგო

ეკვადორი

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნა.

კატარმა აზიის ჩემპიონატი მოიგო, ბოლო ხუთი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, თუმცა ეკვადორთან დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა, რომ სამხრეთამერიკელებს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ. სწორედ ეკვადორელთა დამსახურებაა, რომ გახსნითი მატჩი მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა.

ეკვადორმა უმთავრესად კარგი პრესინგის წყალობით მეტოქეს თამაშის გამოსწორების შანსი არ მისცა. 

მეორე ტაიმში ეკვადორელებმა მშვიდი თამაშის წყალობით ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმეს – 2:0.